Error
რუბრიკები
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წალენჯიხის ორგანიზაციას გოგა გულორდავა უხელმძღვანელებს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს. პარტიის კონფერენციას 123 დელეგატიდან 94 ესწრებოდა, გულორდავას კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამასთან, დღესვე იქნენ არჩეული  პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრებიც. ცნობისთვის  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წალენჯიხის ორგანიზაციას გასული წლის სექტემბრამდე  ბერდია კალანდია ხელმძღვანელობდა. გოგა გულორდავა კი, 2013 წლის 16 იანვრიდან  დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელია
Print