Error
რუბრიკები
ზუგდიდის ყოფილი პროკურორი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორი მანონი შენგელია აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. შენგელიას თქმით, მან ოქტომბერში თავად დაწერა თანამდებობიდან გადადგომის განცხადება იმ პირობით, რომ ახალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, თუმცა როგორც ის ამბობს, მოგვიანებით მას მთავარმა პროკურორმა განუცხადა, რომ იგი სამსახურიდან პოლიტიკური აქტივობის გამო გაათავისუფლეს.

11 აპრილს, 16 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა, სადაც განხილული იქნება მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი- სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების თაობაზე.

Print