Error
რუბრიკები
როლანდ ახალაია: ჩვენ ვიწყებთ ახალ ეროვნულ მოძრაობას (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეკრებილ მოსახლეობას მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ლაშა დამენიამ შეკრებილ მოსახლეობას წარუდგინა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია,  რომელსაც,დამენიას თქმით, "დღევანდელი მთავრობა ქვეყნის ერთგულებისთვის დევნის". "ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, როცა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნულ მოძრაობას იწყებდნენ. დღეს, ჩვენ ვიწყებთ ახალ ეროვნულ მოძრაობას, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება. ყველა პროექტი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო წამოწყებული, დღეს გაჩერებულია და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ", - განაცხადა ახალაიამ.  შეხვედრაზე იმყოფება გიგი უგულავაკობა სუბელიანი, ირმა ნადირაშვილი, გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა, გივი თარგამაძე. შეკრებაზე მივიდა ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც. შეხვედრის დაწყებას, თან ახლდა რამდენიმე ინციდენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის.   შეკრების ადგილსამართალდამცავები იცავენ.
Print