Error
რუბრიკები
სენაკის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” შეიქმნა
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია” შეიქმნა. ფრაქცის წევრებიდან ორი - მურად შამათავა და რევაზ ხულორდავა საკრებულოში „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენდნენ, ხოლო დინარა ხუხუა “ქრისტიან-დემოკრატების” წევრია. რაც შეეხება ფრაქცია „ერთობას“,რომელსაც დინარა ხუხუა ხელმძღვანელობდა, დაიშალა. „რატომ სხვაგან? დღეს ყველაზე რეალური ძალა, რომელიც მინიმუმ სამართლიანობას აღდგენაზე მაინც ფიქრობს,იქ მოვიაზრებთ ჩვენს თავს და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს ფრაქცია“,-განუცხდა მურად შამათავამ რადიო „ათინათს“. თვითმართველობის არჩვნებთან დაკავშირებით, ახლად შექმნილ ფრაქციაში აცხადებენ, რომ ისინი ერთიან კანდიდატს, კონსულტაციების შემდეგ,წარადგენენ.
Print