Error
რუბრიკები
ქართული კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა 100-მდე მოზარდმა მიიღო
კონკურსი სახელწოდებით, „ქართული კალიგრაფია“ დღეს დასრულდა. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, ზუგდიდის მუნუციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 100-მდე მოზარდმა მიიღო, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. როგორც მედიასთან საუბარში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ჟღენტმა განმარტა, - „ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 2014 წელს მეორედ ჩაატარა აღნიშნული კონკურსი ქართულ კალიგრაფიაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება ეთნიკურ უმცირესობას და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც შეეძლოთ“. ცენტრალური ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის განყოფილების გამგეს ირმა კვირკვიას თქმით, - „კონკურსი „ქართულ კალიგრაფიაზე“ უკვე მეორე წელია ტარდება და წლევანდელ კონკურსში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლამ და მსურველმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ერთ-ერთი მონაწილე 72 წლის გახლდათ“. ორგანიზატორების განცხადებით, იმისთვის რომ შენარჩუნდეს ქართული ანბანი და კალიგრაფია აუცილებელია მზგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება და მომავალი წლისთვის კონკურსი უფრო ფართო მასშტაბიანი გახდება.
Print