Error
რუბრიკები
Facebook- საკუთარი სერვისების სპექტრს აფართოვებს
Facebook-ი, ელექტრონული ფულის სერვისის გაშვებას აპირებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფულის შენახვა სოციალურ ქსელში და იქიდან გადარიცხვების წარმოება, -წერს The Financial Times-ი. საგადახდო სისტემის შექმნის პროექტს, პარტნიორებთან მუშაობის დარგში Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტი შონ რაიანი ხელმძღვანელობს.

გამოცემის ინფორმაციით, სერვისის გაშვების უფლების მოსაპოვებლად, Facebook-მა უკვე მიმართა შესაბამის საფინანსო მარეგულირებელს ირლანდიაში, სადაც არის დარეგისტრირებული სოციალური ქსელის მთავარი ოფისი. ეს ნებართვა, Facebook-ს საშუალებას მისცემს ნამდვილი საგადახდო სისტემა გახდეს, თუმცა მისი სერვისები მხოლოდ ევროპის მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს სამ ლონდონურ ფირმასთან - TransferWise-თან, Moni Technologies-თან და Azimo-თან-რომლებიც მობილური აპლიკაციების მეშვეობით საერთაშორისო გადარიცხვების მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებული.

Facebook-ს სურს თავისი პოზიციები გაიმაგროს განვითარებად ბაზრებზე და ამ გეგმის განხორციელებაში მას, იქ პოპულარული ფულადი გადარიცხვები დაეხმარება. ცოტა ხნის წინათ, Facebook-მა განაცხადა, რომ მისმა აუდიტორიამ ინდოეთში 100 მლნ მომხმარებელს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
Print