Error
რუბრიკები
სოფელ ორსანტიიდან ოკუპირებული ოტობაიამდე ახალი გზა დაიგება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის ცენტრიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ხიდამდე მისასვლელ საავტომობილო გზას  რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 4,5 კმ-იან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის გამგეობამ აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გუშინ გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 5 მაისამდე გაგრძელდება. აღნიშნული გზის პროექტი შპს „სამართლებრივი  ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“  შეადგინა. ცნობისთვის:სოფელი ოტობაია ოკუპირებულ გალის რაიონს ესაზღვრება.
Print