Error
რუბრიკები
დევნილებისთვის ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღებაზე რეგისტრაცია იწყება
ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ განუცხადა. მისივე განმარტებით, იმ დევნილებს რომლებსაც მშენებარე კორპუსში სურთ საცხოვრებელი ფართის მიღება, განცხადებების შემოტანა პირველი მაისიდან შეეძლბათ. „გვაქვს ასევე კიდევ ერთი სიახლე: დღეიდან დაიწყო განცხადებების მიღება იმ დევნილებისგან, რომლებსაც კერძო სახლებში სურთ ცხოვრება. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავად უნდა შეარჩიონ სახლი, ქალაქში უნდათ თუ სოფლში“,აცხადებს ქოჩუა.
Print