Error
რუბრიკები
ცესკო: ამომრჩეველთა რაოდენობა 3.49 მილიონია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 3 491 105 ამომრჩეველია. შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს მაჩვენებელი 3 537 719–ს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 3 613 851–ს შეადგენდა. ცესკოს მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას თითოეულ 73 ოლქში (ოლქების რაოდენობა გაიზრდება, რადგანაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის გაყოფაა დაგეგმილი). უმსხვილესი ოლქია ქუთაისი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 155 605–ს შეადგენს; შემდეგ მოდის თბილისის გლდანის და სამგორის ოლქები 135 295 და 135 663 ამომრჩევლით, შესაბამისად. უმცირესი ოლქებია ყაზბეგი 5 314 ამომრჩევლით და ლენტეხი 5 946 ამომრჩევლით. სამეგრელო– ზემო სვანეთის რეგიონი – 355 962 ამომრჩეველი ზუგდიდი – 125 029 სენაკი – 42 019 ფოთი – 41 169 მარტვილი – 34 165 წალენჯიხა – 31 389 ხობი – 28 900 ჩხოროწყუ – 22 961 აბაშა – 21 795 მესტია – 8 535.
Print