Error
რუბრიკები
მესტიაში პოლონელი ტურისტის გვამი მეთევზემ იპოვა
მესტიაში ერთი თვის წინ დაკარგული 23 წლის პოლონელი ტურისტის ანა მეძელევსკას ცხედარი მეთევზემ აღმოაჩინა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“მესტიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვიტალი მარგიანმა განუცხადა, გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 8 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის მისმა მეგობარმა უკვე ამოიცნო. შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ კალაში მოხდა. ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან ხევში, მდინარე ხერეშში გადავარდა.
Print