Error
რუბრიკები
ვაშლის დესერტი
რეცეპტის ინგრედიენტები:
  • 55 გრამი კარაქი
  • 4 ცალი ვაშლი
  • 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი
  • 1/2 ჭიქა ცივი წყალი
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი 
მომზადების წესი
1. გათალეთ ვაშლები, ამოაცალეთ გული და დაჭერით 5-6 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად. დადგით ქვაბი ან ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ვაშლი და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში, სანამ ვაშლები არ დარბილდება. თან მუდმივად ურიეთ. 2. გახსენით სიმინდის ფქვილი წყალში და შემდეგ ჩაუმატეთ ვაშლს. შეურიეთ ყავისფერი შაქარი და დაფქული დარიჩინიც. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ პერიოდულად. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით ცხლად. სურვილისამებრ: შეამცირეთ სიმინდის ფქვილი 1 კოვზამდე; ყავისფერ შაქართან და დარიჩინთან ერთად დაუმატეთ 1 კოვზი ვანილიც და დაფქული მუსკატის კაკალიც. ცოტაოდენი ნიგოზიც და ქიშმიშიც, თუ გიყვართ. ძალიან გემრიელია ბლინებთან და ნაყინთან ერთად.
Print