Error
რუბრიკები
ანაკლიის პორტის ღრმა-წყლოვანი პორტის პროექტში ჩართვის ინტერესი ევროპელებმაც გამოთქვეს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს,რომ მსხვილმა ევროპელმა ინვესტორებმა კონკრეტული პროექტებისადმი დააფიქსირეს ინტერესი და ერთ-ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა. ქეთი ბოჭორიშვილის თქმით,ევროპელებს ასევე ფხვნილის და საპნის წარმოების აწყობა აინტერესებთ, ხოლო რომელ პროექტებში ჩაერთვებიან ინვესტორები წლის ბოლომდე გამოჩნდება. ცნობისთვის: შავი ზღვისპირეთში ღრმა-წყლოვანი პორტის მშენებლობისთვის გეოლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია.ანაკლიის პორტის გარდა იგეგმება აეროპორტის მშენებლობაც. პორტის მშენებლობისადმი ინტერესი ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ უკვე გამოხატა. www.bpn.ge
Print