Error
რუბრიკები
თბილისი-ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს
თბილისი-ფოთის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს. "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" ორგანიზებით, 2014 წლის 28 აპრილიდან ფოთი-თბილისის მიმართულებით და პირიქით, კვირაში სამ დღეს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, კომპანიის კუთვნილ თბილისისა და ფოთის ტერმინალებს შორის სისტემტურად იმოძრავებს ბლოკ-მატარებელი, რომელიც მომხმარებელს დანიშნულების ადგილამდე ტვირთის სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფად მიღების საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტის ამოქმედებით ტვირთმფლობელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისს, რაც გაზრდის TRACECA-ს დერეფნის მნიშვნელობას.
Print