Error
რუბრიკები
„იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს, აუცილებლად გაიზრდება“, - აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე - პრეზიდენტი
„ჩვენ არ ვიცოდით როდის გვაღიარებდნენ , მაგრამ დღეს გვჯერა, რომ , იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც , მზად არიან აღიარონ აფხაზეთი- აუცილებლად გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაშიც ", - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ ლოგუამ , რომელიც აფხაზეთის დელეგაციასთან ერთად  მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალსდაესწრო, -  წერს „აბხაზსზკი უზელი“ . ჩვენი ქვეყნების ბედი ძალიან ჰგავს ერთმანეთისას და ჩვენი კონტაქტები მუდმივად გრძელდება. აუცილებელია გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება , ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და გაფართოებისათვის“ , - განაცხადა ლოგუამ .  
Print