Error
რუბრიკები
30 აპრილს ზუგდიდისა და ჩხოროწყუს ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
30 აპრილს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ  11:00 საათიდან 14:00 საათამდე  გამოირთვება 35/6 კილოვოლტის ქვესადგური “ზუგდიდი-4,”ამომრთველის გეგმიური მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 880 აბონენტს(ქალაქის ნაწილი). 30 აპრილს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქრთველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ  11:00 საათიდან 14:00 საათამდე  გამოირთვება ქვესადგური “ხაბუმე”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 2437აბონენენტს(სოფლები: ჭოღა, ნაფიჩხოვო, მუხური, ზუმი, თაია, ხაბუმეს ნაწილი). სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.  
Print