Error
რუბრიკები
Aston Martin -ის ყველაზე განთქმული ავტომობილი ერთ სივრცეში
ავტომობილების განთქმულმა ბრიტანულმა ბრენდმა Aston Martin -მა ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა ავტომოყვარულებს: ლონდონის ავტოსალონში კომპანიამ წარმოადგინა თავისი საუკეთესო შვილობილები. ამ დღეებში პრესტიჟული სუპერქარების გამოფენას Salon Prive-ი  მასპინძლობს.  Aston Martin-ის ერთ-ერთი შედევრია  Zagato , რომელიც 634 ათასი დოლარი ღირს.  ეს ავტომობილი ხელითაა აწყობილი , რასაც 2 ათას საათს ანდომებენ კომპანიაში. Aston Martin-ი გეგმვს ლიმიტირებული სერია გამოუშვას ამ ავტომობილისა. საწარმოო პროცესი წლის ბოლოს დაიწყება. One-77 Aston Martin-ის  კიდევ ერთი უნიკალური „პირმშოა“ . ავტომობლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია  Salon Prive -ში, მისი ფასი  1,9 მლნ. დოლარია. One-77 - ის მხოლოდ 77 ეგზემპლარი არსებობს   . Aston Martin Vanquish - არის ავტომობილი, რომელიც დიდი ეკრანის ვარკსვლავი გახდა  ბონდიანას ერთ-ერთ სერიაში გამოჩენის შემდეგ. მისი ღირებულება 300 ათასი დოლარია.   ლონდონის გამოფენაზე შეგიძლიათ ყველზე იაფი სატრანსპორტო საშუალებაც იხილოთ : Aston Martin-ის ველოსპედი  - One -77, რომელიც 40 ათასი დოლარი ღირს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტექნოლოგიურად ყველზე მოწინავე ველოსიპედი მსოფლიოში, რომლემაც შეიძლება თავი მოოწონოს თავისი დიზაინით . მომზადებულია www.rbc.ru- ს  მიხედვით

 
Print