Error
რუბრიკები
ხვალ “ქართული ოცნება” წალენჯიხაში გამგებლობის კანდიდატს წარადგენს
ხვალ ,პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს წარადგენს. “ქართული ოცნების” კანდიდატად მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა სახელდება, რომელიც ამასთანავე “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეც არის. გამგებლობის კანდიდატის წარდგენა წალენჯიხის კინოთეატრის დაბაზში 13.00 საათზე გაიმართება.

გოგა გულორდავა დაიბადა 21.12.1978 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გავლილი აქვს ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასწავლო კურსი აუდიტორებისა და პროკურორებისათვის, სასწავლო კურსი ფინანსურ აღრიცხვაში, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. გერმანიის ( ქ. დრამშტატი) ჰესენის მიწის საანგარიშო პალატის პრაქტიკული სასწავლო კურსი სახელმწიფო შესყიდვებში. საქართველოს კონტროლის პალატის სასწავლო კურსი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით.

Print