Error
რუბრიკები
Amazon- ზე პროდუქციის ყიდვა Twitter-ით გახდა შესაძლებელი
Twitter-ის მომხმარებლებმა მიიღეს შესაძლებლობა, რომAmazon-ზე თავისი ექაუნთებიდან პროდუქცია, სოციალური ქსელის საშუალებით იყიდონ. იმისათვის, რომ საქონელი Amazon- ის „კალათაში“ ჩადო მიკრობლოგიდან, Amazon-ზე შენი ექაუნთი Twitter-ის პროფილს უნდა მიაბა. Twitter-ის მომხმარებელი შეკვეთებს სოციალური ქსელის საშუალებით აკეთებს და Amazon- ის ექაუნთიდან იღებს შეტყობინებებს დაემატა თუ არა პროდუქტი მის „კალათას“, არის თუ არა ის საწყობში და როდის იქნება. Twitter -ზე ჩატარებული ოპერაცია, მხოლოდ პროდუქტის „კალათში“ შენახვის საშუალებას იძლევა, ხოლო პროდუქტის ყიდვა და მისი ტრანსპორტირების პირობების განსაზღვრა სოციალური ქსელით აღარაა შესაძლებელი. Amazon-ში დარწმუნებული არიან, რომ ახალი სისტემა, გაყიდვებზე დადებითად აისახება.
Print