Error
რუბრიკები
Gucci-მ გლობალური სოციალური კამპანია დაიწყო
სექტემბრის დასაწყისში Gucci-მ გლობალური სოციალური კამპანია Icons of Heritage – Cut & Craft დაიწყო, რომელიც მოდის სახლების: Jackie, New Bamboo და Stirrup-ს საკულტო ჩანთებს მიეძღვნა ამ აქციის ფარგლებში Gucci Facebook-ის მომხმარებელს აქციაში მონაწილეობას სთავაზობს. მოდის სახლის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ბრენდის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ნახონ ჩანთების სამი მოდელისთვის მიძღვნილი 3D-ფილმები. ფილმის ნახვის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სთავაზობენ ატვირთონ ტრაფარეტები იმისათვის, რომ თავად შექმნან მინი-ჩანთები ქაღალდისგან. საკუთარი ქმნილება ნებისმიერს შეუძლიო მორთოს, ფოტოზე აღბეჭდოს და ატვირთოს გალერეაში , სადაც სხვისი შედევრების ნახვა და  ფავორიტებისთვის ხმის მიცემაცა შესაძლებელი. კრეატიული დირექტორი ფრიდა ჯანინი აირჩევს სამ საუკეთესო პროექტს, რომელთა ავტორები საჩუქრად მიიღებენ Gucci-ს ნამდვილ ჩანთას.  მომზადებული elle.ru-ს მიხედვით
Print