Error
რუბრიკები
სურკოვი სოხუმს ესტუმრა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სოხუმში ჩავიდა, სადაც დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, პარლამენტარებს და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეხვდა, წერს აფსნიპრესი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკანონმდებლო სფეროს პრიორიტეტებად თავდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემები მიიჩნევა. ასევე გაირკვა, რომ სოხუმი რუსი პარტნიორებისგან საგრანტო მხარდაჭერას მიიღებს. გარდა ამისა, ითქვა, რომ სექტემბრისთვის აფხაზური ენისა და კულტურის მხარდამჭერ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმება შედგება. შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დასავლეთი საქართველოს საკუთარ პოლიტიკურ და სამხედრო სტრუქტურებში ჩართვას ცდილობს. ამ საკითხის კომენტირებისას, ვლადისლავ სურკოვმა არ გამორიცხა ახალი ერთობლივი დოკუმენტების შემუშავების შესაძლებლობა, ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული კავშირების განსამტკიცელბლად.  
Print