Error
რუბრიკები
"Art house - ში"ახალგაზრდული ფილმების კონკურსის „ANI“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ასოციაცია „ათინათთან “ არსებულ ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის“ ორგანიზებით , პროექტის “ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ახალგაზრდული ფილმების კონკურსის „ANI“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა . ღონისძიებაზე, ახალგაზრდულ თემატიკაზე შექმნილი სამი მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმი უჩვენეს,რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და ისეთ აქტუალურ პრობლემებს ეხებოდა,როგორიცაა ადრეული ქორწინება და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. კონკურსში მონაწილეობდნენ: ზუგდიდის 1-ლი,მე-2 და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჟიურის გადაწყვეტილებით,1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმი „არჩევანი“ საუკეთესო ნამუშევრად სცნეს.
Print