Error
რუბრიკები
ნიკი მინაჟი და ქით ურბანი American Idol-ის ჟიურის წევრები გახდებიან.
ტელეკომპანია Fox-ის ინფორმაციით American Idol-ის მსაჯები ნიკი მინაჟი და ქით ურბანი გახდებიან. ნიკი და კიტი ახალგაზრდა ტალანტებს მერაია ქერისა და რენდი ჯექსონთან ერთად შეარჩევენ . პირველი მოსმენები ვარსკვლავების მონაწილეობით უკვე დაიწყო.  "ნიკი არაჩვეულებრივი საერთაშორისო ფენომენია , რომლმაც თავისი  კვალი დატოვა პოპ და რეპ მუსიკალურ  მიმდინერობებში, - ამბობს Fox -ის გასართობი პროგრამების ხელმძღვანელი, - კიტიც შესანიშნავად შეავსებს Idol-ს ჟიურის, როგორც ქანთრი-მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და ჩვენი ფანატები აუცილებლად შეიყვარებენ მას. ისეთი ვარსკვლავებით როგორიცაა ბრწყინვალე მერაია ქერი და მაყურებლებისთვის  უსაყვარლესი რენდი ჯექსონი , ასევე ჰიტ-პარადების წამყვანი მუსიკოსები ნიკი და კიტი ჩვენ შევქმნით განსაცვიფრებელ ჟიურის.  მანამდე American Idol-ის ჟიურის წევრები იყვნენ ჯენიფერ ლოპესი, სტივენ ტაილერი, საიმონ ქოუელი , ელენ დე ჯედერესი და პოლა აბდული .  
Print