Error
რუბრიკები
გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა
ინგრედიენტები:
  • 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
  • 5 ჭიქა წყალი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 2/3 ჭიქა შაქარი 
პირველი ეტაპი: ჩაყარეთ მოუხარშავი ბრინჯი ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ ერთმანეთს 1 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მეორე ეტაპი: ჩაასხით სითხე საწურში ბრინჯის ნატეხების მოსაშორებლად. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილი, დარიჩინი და შაქარი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. ჩაყარეთ ყინულები ჭიქაში და დაასხით ჰორჩატა. გემრიელად გაგრილდით!
Print