Error
რუბრიკები
Audi -მ BMW მოიტოვა
კომპანია  Audi აგვისტოს გაყიდვების მიხედვით პრემიუმ სეგმენტის ლიდერებს შორის აღმოჩნდა, უკან მოიტოვა თანამემულე მარკები და მუდმივი კონკურენტები – BMW და Mercedes-Benz. ზაფხულის ბოლო თვემ Audi-ს მთელს მსოფლიოში 108 100  რეალიზებული  მანქანა მოუტანა, რაც 14,9%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. Audi-ს წარმატება ბაზარზე ორი სიახლის - Q3 და A1 Sportback -ის მოდელების წარმოდგენას მოჰყვა, ასევე ისტორიულ შედეგებს ჩინეთსა (+24%) და აშშ-ში (+13%). საკუთარ ევროპულ ბაზარზე Audi -ს დანამატი გაცილებით უფრო მცირე მასშტაბისაა – 0,8%. საერთო მაჩვენებლებით წლის დასაწყისიდან BMW ჯერაც უსწრებს Audi-ს. Mercedes-Benz-ის შედეგი რვა თვის მაჩვენებლების მიხედვით – 841 567 ავტომობილია.  ამრიგად ამ სამი ავტომწარმოებლის მოგების ზრდის დინამიკა, შასაბამისად ასეთია :  7,8%, 12,7% и 4,5%  
Print