Error
რუბრიკები
რუნეტის მომხმარებლები ნოემბრიდან შეიძლება ვერ შევიდნენ YouTube -ის ვიდეოჰოსთინგზე
რუნეტის მომხმარებლები ნოემბრიდან შეიძლება ვერ შევიდნენ YouTube -ის ვიდეოჰოსთინგზე, სადაც ანტიისლამური ფილმის „მუსულმანთა უმანკოება“ თრეილერია ატვირთული. პირველი ნოემბრიდან ძალაში შევა ინტერნეტ-საიტების „შავი სიის“ შესახებ კანონის ნორმები, რომლებიც დომენების და ქსელის მისამართების ერთიანი რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და რუსეთში გავრცელებისათვის აკრძალული ინფორმაციის შემცველი ვებ-რესურსების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. უფრო ადრე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციაში ანტიისლამური ფილმის " მუსულმანთა უმანკოება" ჩვენების აკრძალვს მოთხოვნის შესახებ. თუ ვიდეომასალა სასამართლოს მიერ აღარებულ იქნება, როგორც ექსტრემალური და კომპანია Google-ის მფლობელი არ შეუზღუდავს რუს მომხმარებლბს ვიდეჰოსტინზე შესვლას, ამას როსკომნადზორი გააკეთებს.
Print