Error
რუბრიკები
MTV Europe Music Awards -ის ფავორიტი პოპ-მომღერალი რიანა გახდა
MTV Europe Music Awards -ის ფავორიტი პოპ-მომღერალი რიანა გახდა, რომელიც ექვს ნომინაციაში მოხვდა, მათ შორის კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა“, „საუკეთესო მომღერალი“, „საუკეთესო ვიდეო“. ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი ხუთ ნომიანციაზე წარადგინეს, ჯასთინ ბიბერი და ქეთი პერი - ოთხზე. საუკეთესო სიმღერისთვს ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს  დაუპ ირისპირდებიან კარლი რეი ჯესფენის  "Call Me Maybe" , რიანას და კალვინ ჰარისის  "We Found Love",  Gotye -ს "Somebody That I Used To Know", ასევე პიტბულის და ქრის ბრაუნის "International Love", fun -ის და ჯანელ მონეს "We Are Young"  . ნომინაციაში საუკეთესო ვიდეო წარდგენილნი არიან : M.I.A. -ს "Bad Girls", ლედი გაგას "Marry The Night", ქეთი პერის "Wide Awake", რიანას "We Found Love" და PSY-ს "Gangnam Style". საუკეთესო მომღერლის ჯილდოს გაათამაშებენ რიანა, ქეთი პერი, ფინქი, ტეილორ სვიფტი და ნიკი მინაჟი. მამაკაცის შესაბამის   ნომინციაში აღმოჩნდნენ ჯასთინ ბიბერი, კანიე უესტი, Flo Rida, პიტბული და Jay-Z. საუკეთესო ახალბედა შესაძლოა გახდეს ლანა დელ რეი ან კერლი რეი ჯესფენი. MTV Europe Music Awards -ის ჯილდოების გადაცემის ცერემონია 11 ნოემბერს ფრანკფურტში შედგება.
Print