Error
რუბრიკები
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია - ყველა საარჩევნო უბანი პროცედურების სრული დაცვით გაიხსნა
ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი პროცედურების სრული დაცვით გაიხსნა. ამ ეტაპისვის არც ერთ უბანზე დარღვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ განუცხადა. “ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, ამ დროისთვის მიმდინარეობს წილისყრა და ემზადებიან რვა საათისთვის, პირველი ამომრჩევლის მისაღებად. ამ ეტაპისტვის არც ერთ უბანში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, -აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა. ცნობისთვის, თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდში 42  საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 50 038  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ზუგდიდის თემში კი 65 უბანია, სადაც 69 945  ამომრჩევლია რეგისტრირებული.
Print