Error
რუბრიკები
"ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა (ვიდეო)
დღეს, 11 საათზე, ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა, თენგიზ გუნავამ, საკუთარი არჩევანი სოფელ რუხის 66-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. იგი უბანზე სამ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად მივიდა. გუნავამ დღეს,ანაკლიაში #32 საარჩევნო უბაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი: " პრემიერ- მინისტრმა დაიწყო ამ გაჭირვებული ოჯახების გამოყენება წინასაარჩევნოდ, ეს მიზანმიმართული ქმედება იყო, იცოდნენ, რომ ზუგდიდში, მითუმეტეს ანაკლიაში ჩვენ ძალიან დიდი რეიტინგი გვქონდა."-აღნიშნა გუნავამ. მისივე თქმით, ფლობს ინფორმაციას, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება ანაკლიის სხვა საარჩევნო უბანზეც იგეგმება.
Print