Error
რუბრიკები
მესტიის თვითმმართველი თემის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი გახდა
2014 წლის თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში, მესტიაში ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული "ქართული ოცნების“ კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი გახდა. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არჩევნებში, 16 მაჟორიტარული ოლქიდან 15-ში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. საბოლოო კვოტები როგორ გადანაწილდა ჯერჯერობით ცნობილი არა არის. არჩევნებში მონაწილეობა 4973 ამომრჩეველი მივიდა, რაც 60,34 % შეადგენს. სვანეთში არჩევნებში მონაწილეობა 2389 ქალმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 48,4 % შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა 2584 მამაკაცმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 51,96% შეადგენს. მესტიის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოსა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში ცესკოს მონაცემებით 8242 ამომრჩეველი , 40 საარჩევნო უბანი და 16 საარჩევნო ოლქი იყო.
Print