Error
რუბრიკები
ზუგდიდში „თავისუფალი ზონის“ აქტივისტს თავს დაესხნენ
„თავისუფალი ზონის“ აქტივისტს ლევან თორიას ზუგდიდში, ღამის საათებში ქუჩაში თავს დაესხნენ და სცემეს. მისი განცხადებით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. ლევან თორია აცხადებს, რომ სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, როცა აგრესიით გამორჩეული მანუჩარ მალანია და სხვა პირები ქუჩაში დახვდნენ და სცემეს. მას პირველი სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. „ქართული ოცნება“ იქცა კრიმინალურ ჯგუფად, ზუგდიდში გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი და „ოცნების“ აქტივისტები აკეთებენ ყველაფერს, რაც თვითონ მოეხოშებათ“, - განაცხადა ლევან თორიამ.
Print