Error
რუბრიკები
ალექსანდრე ჭიკაიძე და რიჩარდ ნორლანდი დღეს ფოთსა და სუფსას ეწვევიან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დღეს ფოთსა და სოფელ სუფსას ეწვევიან. შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე, ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და ელჩი რიჩარდ ნორლანდი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან. სუფსაში კი მინისტრი და ელჩი საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად საზეიმოდ გახსნიან და დაათვალიერებენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ "სუფსა"-ს ტერიტორიაზე ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალ შენობას.
Print