Error
რუბრიკები
ასოციაცია „ათინათში“ ოჯახში ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდში ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს გენდერულ საკითხებზე კანონში შეტანილი ცვლილებები , საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, ოჯახში ძალადობის პრევენცია და სხვ. „ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია საზოგადოებაში ოჯახში ძალადობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები არის, როგორც კანონმდებლობაში , ასევე საზოგადოების მენტალობაში, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც ოჯახში ძალადობა მივიდა ფატალურ შედეგამდე“, - ამბობს ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია. მსგავსი შეხვედრები ზუგდიდში  უკვე მესამე  წელია იმართება  
Print