Error
რუბრიკები
არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება
29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება.ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, 2014 წლის 29 ივნისს შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება: №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები; №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი; №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4,  №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები; №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი; №55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი; №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები; №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი; №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი; №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.
Print