Error
რუბრიკები
ანაკლიის #32 უბანზე ამომჩევლის აქტივობამ 16 საათისთვის 37 % შეადგინა
ანაკლიის  #32  საარჩევნო უბანზე 16.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლის 37-მა პროცენტმა . ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ანაკლიის  #32 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ეფენიამ განუცხადა. #32  საარჩევნო უბანზე  სულ 1 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ანაკლიის #32 საარჩვნო უბანზე განმორებითი არჩევნები მიმდინარეობს.  ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.  ა/ო  „საუნჯეს“ წარმომადგენლის,  იაგო ფასანძის განმარტებით, ადგილზე არ იყო საარჩევნო ყუთების ლუქი, თუმცა, მისივე თქმით, ის ცესკოს მიერ დროულად იქნა მოწოდებული და ამ ფაქტს პირველი ამომრჩევლის მიღებისთვის ხელი არ შეუშლია. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის #32 საარჩევნო უბანზე არჩევნების პროცესი 2012 წელს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ ჩაშალა. იგი საარჩევნო უბანზე შეიჭრა, ბიულეტენები დახია და საარჩევნო ინვენტარი დააზიანა.
Print