Error
რუბრიკები
ანაკლიის ინციდენტში მონაწილე გიორგი ღადუა 400 ლარით დაჯარიმდა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ ანაკლიის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი 400 ლარით დააჯარიმა. კოალიცია" ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ღადუას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკის შეურაცხოფას და დაუმომრჩილებლობას გულისხმობს. გიორგი ღადუამ დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან დაკისრებული ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
Print