Error
რუბრიკები
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული წვეულების მოწყობაზე ზუგდიდის გამგეობამ 15 ათასი ლარი გამოიყო
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული წვეულების მოწყობაზე ზუგდიდის გამგეობამ 15 ათასი ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წვეულება 350 ადამიანზეა გათვლილი. მენიუ კი ასე გამოიყურება: კუჭმაჭი კეცზე, ყველი(სულუგუნი, შებოლილი), მჭადი, შემწვარი გოჭი, ბოსტნეულის სალათი ბეკონით, შემწვარი წიწილი, ჭვიშტარი, საცივი, ხაჭაპური, გებჟალია, ზეთის ხილი, ხილის ასორტი და სხვ. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრედენდენტმა - რესტორანმა „სამეფომ“ მიიღო მონაწილეობა. სატენდერო წინადადებების მიღება 3 ივლისს დასრულდა. „ძალიან ბევრი მომლოცველი ჩამოდის ამ დღეს ზუგდიდში. მათ შორის საპატიო სტუმრები, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე-საზღვარგარეთიდან. ბუნებრივია,სტუმრებს სჭირდებათ დახვედრა. ეს უკვე ტრადიციაა და ყოველწლიურად იმართება ტრაპეზი ამ დღესთან დაკავშირებით“,- უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ. ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.
Print