Error
რუბრიკები
აფხაზი სტუდენტები იტალიის ქალაქ ასიზიში ისწავლიან
დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ქალაქ ასიზის ეროვნულმა კოლეჯმა „ნეაპოლის პრინცი“, თანამშრომლობის შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, უახლოეს დროში ქ.ასიზიში სასწავლებლად გაემგზავრება სტუდენთა ჯგუფი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის მიმართულების სპეციალობებს ეუფლება. ერთი წლის განმავლობაში ისინი ანალოგიური პროგრამით იტალიაში გაივლიან სწავლებას, ამასთან იტალიურ ენასაც დაეუფლებიან. ოქმის ხელმოწერა, ჰუმანიტარულ სფეროში საერთაშორისო ურთიერთქმედების ხელშეწყობისათვის, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყებისა და დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალისხმევის შედეგია, წერს აფსნიპრესი.
Print