Error
რუბრიკები
ბრაზილიური ლიმონათი
უალკოჰოლო გამაგრილებელი ბრაზილიური ლიმონათის რეცეპტი! გამოდის 4 ჭიქა; დრო მოსამზადებლად: 10 წუთი; კალორიები: 152; ქოლესტერინი: 5მგ; ცხიმიანობა: 1.3 გ. ინგრედიენტები:
2 ცალი ლაიმი 1/2 ჭიქა შაქარი 3 სუფრის კოვზი ტკბილი შედედებული რძე (სგუშონი) 3 ჭიქა წყალი ყინული
პირველი ეტაპი: გარეცხეთ ლაიმები, მოაჭერით ბოლოები და დაჭერით რვა ნაწილად. ნაჭრები მოათავსეთ ბლენდერში შაქართან, სგუშონთან, წყალთან და ყინულთან ერთად. მეორე ეტაპი: ამუშავეთ ბლენდერი ღილაკზე ხუთჯერ დაჭერით. მიღებული ნარევი გაატარეთ საწურში კანის ნარჩენების მოსაშორებლად. სასმელი გაანაწილეთ ოთხ ყინულიან ჭიქაში და სურვილისამებრ გააფორმეთ ლაიმის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!  
Print