Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს
დღეს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  გამართულ სხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. მათი არჩევა ფარული კენჭისყრის გზით მიმდინარეობდა.სხდომას საკრებულოს 41 წევრი ესწრებოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის წევრად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი მერაბ ხვიჩია, ხმათა უმრავლესობით, 30 ხმით -11-ის წინააღმდეგ აირჩა. საკრებულოს წევრებმა განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დაზმირ ძიმცეიშვილი აირჩიეს. მისი კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 32-მა წევრმა მისცა. იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მაიზერ ნანავა 36 ხმით -5-ის წინააღმდეგ აირჩიეს. ასევე, სხდომაზე აირჩიეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ მარკოზია  29 ხმა 12-ის წინააღმდეგ და  გიორგი კუკავა 31 ხმა  10-ის წინააღმდეგ- სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯომარედ.
Print