Error
რუბრიკები
ფოთის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფარული კენჭისყრით კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ სამსონ კუტალია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი შამუგია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აკაკი დარჯანია; საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ პაატა ჩაგანავა, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის თავმჯდომარედ კი სევერიან შენგელია აირჩნენ. სხდომაზე განცხადება არ გაკეთებულა, როდის გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა.
Print