Error
რუბრიკები
Google-ს პირადი ინფორმაციის წაშლა უკვე 41 ათასზე მეტმა ევროპელმა მოსთხოვა
შესაბამისი სერვისის გაშვებიდან 4 დღეში,Google-მა ევროპელი მომხმარებლებისგან ძიებიდან პირადი ინფორმაციის წაშლის 41 ათასი მოთხოვნა მიიღო. სპეციალური ონლაინ-ფორმა, სადაც ევროპელებს შუძლიათ მონაცემების წაშლა მოითხოვონ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 30 მაისს გაუშვა. პირველ დღეს Google-ში 12 ათასზე მეტი მოთხოვნა მივიდა და მათი უმრავლესობა გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან იყო. განაცხადების ასეთმა რაოდენობამ, რომელთა დიდი ნაწილი დეტალურ დამუშავებას მოითხოვს, შესაძლოა Google-ს დამატებითი თანამშრომლების აყვანის საჭიროება გაუჩინოს. მოსალოდნელია, რომ Google მოთხოვნების შესრულებას ივნისის შუა რიცხვებში დაიწყებს. Google-გან ძიებიდან ევროპელი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის წაშლა ევროპის უმაღლესმა სასამართლომ მოითხოვა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მომხმარებელს უფლება ექნება ამერიკულ კომპანიას სასამართლოში უჩივლოს. თავად Google სასამართლოს გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს. Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ ამან შესაძლოა სერიოზული შეზღუდვები წარმოშვას ონლაინ-კომუნიკაციაში.
Print