Error
რუბრიკები
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილია არჩიეს
დღეს, 21 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 23 ხმით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თემური ღვინჯილია გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სხდომა სამი დღით,24 ივლისამდე გადაიდო. ხუთშაბათს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილესა და ფრაქციის თავმჯდომარეებს აირჩევს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამ დროისთვის “თავისუფალი დემოკრატების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გონერ კვარაცხელია განიხილება,ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ- კობა შანავა,რომელიც 14 ივლისს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭს იყრიდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგით მესამე სხდომა ხუთშაბათს, 24 ივლისს გაიმართება.
Print