Error
რუბრიკები
ფრანგი მეცნიერების კვლევებმა ევროპაში შოკი გამოიწვია
ორი წლის განმავლობაში  გენმოდიფიცირებული სიმინდით გამოკვებილ ვირთხებზე  ჩატარებულმა საიდუმლო კვლევების შედეგებმა, შოკი გამოიწვია. ფრანგ მეცნიერთა ჯგუფი ევროპაში იმპორტირებული ამერიკული კომანია Monsanto-ს  სიმინდს აჭმევდნენ საცდელ ვირტხებს, რის შედეგადაც მათ კიბოს დიდი სიმსივნური წარმონაქმნები გაუჩნდათ. ნებსმიერი პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უნდა გაიყიდოს, ბაზარზე გასვლამდე სამთვიან კვლევას გადის. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩვეულებრივი კვლევები სამი თვის განმავლობაში ტარდება, მაგრამ სერიოზული პათოლოგიები, კერძოდ ვირთხების სიმსივნისგან სიკვდილი, მეოთხე თვეს ვლინდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, სამთვიანი კვლევები არაეფექტურია გენმოდიფიცირებული პროდუქციის  ზეგავლენაზე დასკვნის გამოსატანად. საფრანგეთში უკვე საუბრობენ გენმოდიფიცირებული პროდუქციის უფრო მკაცრ  სერტიფიცირებაზე. ამჟამად ევროკავშირში მსგავსი პროდუქციის 46 სახეობა შემოდის, მათ შორის სიმინდიც. ბოლო კვლევებმა ევროპელებში აღელვება გამოიწვია. euronews
Print