Error
რუბრიკები
ხილის ნამცხვარი ფხვიერი ცომით
ინგრედიენტები: ცომი: დარბილებული კარაქი 100 გ ფქვილი 200 გ ცივი წყალი 50 მლ შაქარი 50 გ კრემი: რძე 300 გ კვერცხის გული 3 შაქარი 3 ს.კ ვანილი ფქვილი 1 ს.კ სასურველი ხილი ჟელე ფქვილი და შაქარი ავურიოთ, დავამატოთ კარაქი და ავსრისოთ თითებით ან კომბაინში. დავამატოთ ცივი წყალი. კარგად ავურიოთ და მაცივარში გავაციოთ 1 საათი. მოვამზადოთ კრემი. ქვაბში ჩავასხათ რძე, კვერცხის გულები, ფქვილი და შაქარი. კარგად გავხსნათ და მოვხარშოთ სანამ არ გასქელდება. შემდეგ კარგად გავაციოთ. ხომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ 22-24 სმ დიამეტრის მრგვალ ფორმაში და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. გამოვაცხოთ 20-25 წუთი 200 გრადუსზე. გავაციოთ და ამოვიღოთ ფორმიდან. ნამცხვარს წავუსვათ კრემი და ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ან მთლიანი (ზომის მიხედვით) ხილი. სილამაზისთვის ზემოდან გადავასხათ სწრაფად მოსამზადებელი ჟელე. მომზადების ინსტრუქცია აწერია შეფუთვაზე.
Print