Error
რუბრიკები
კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი ისევ ერთად არიან?!
კიტ ჰარინგტონი, აშკარად დარწმუნებულია, რომ მეორეჯერ ცდა ღირს.  ამბობენ, რომ სერიალის „სამეფო კარის თამაშები“ ვარსკვლავმა თავის ყოფილ შეყვარებულთან , როუზ ლესლისთან , ურთიერთობა აღადგინა. მსახიობებმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს, მაგრამ გასულ წელს წყვილმა ურთიერთობა შეწყვიტა. პაპარაცებმა ისინი ლოს-ანჯელესის აეროპორტში შენიშნეს.ჰარინგტონი და ლესლი თავიანთ გრძნობებს არანაირად არ ავლენდნენ, მაგრამ ისინი აშკარად შეშფოთდნენ, როცა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.  ჩანს, რომ მათი ურთიერთობის ახალი ეტაპი უკვე არც ისე შორსაა.
Print