Error
რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო მოხელეების ხელფასები დაამტკიცა
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) დამტკიცდა. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. დრევანდელ საკრებულოს სხდომას 45 დეპუატატიდან 33 დეპუტატი ესწრებოდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს -2 650 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი - 2 650 ლარი საკრებულოს ტავმჯდომარის მოადგილე - 1 700 ლარი გამგებლის მოადგილე - 1 300 ლარი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები - 1 350 ლარი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები - 1 350 ლარი საკრებულოს აპარატის უფროსი - 1000 ლარი გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი - 810 ლარი გამგებლის თანაშემწე - 790 ლარი სხვა უფროსი თანამდებობის პირების თანაშემწეები - 790 ლარი მთავრაი სპეციალისტი - 560 ლარი წამყვანი სპეციალისტები - 530 ლარი უფროსი სპეციალისტი - 500 ლარი სპეციალისტები - 470 ლარი. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამასახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ განმარტა, რომ საჯარო მოხელეები პრემიებს, მისი გაცემის შესაბამისი წესი დადგენამდე ვერ მიიღებენ.მისივე თქმით, პრემიების გაცემის წესი 1 ოქტომბრამდე უნდა განისაზღვროს.
Print