Error
რუბრიკები
ლონდონის სითის „კიტრი“ მინიმალურ ფასად იყიდება
ყველაზე ცნობილი ცათამბჯენი ლონდონის სითიში, ე.წ. „კიტრი“ (Gherkin) გასაყიდად გამოიტანეს, მინიმალურ ფასად - 650 მლნ ფუნტ სტერლინგად ($1.1 მლრდ). 180-მეტრიანი, 40-სართულიანი შენობა, ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის პროექტის მიხედვით აშენდა და 2004 წელს გაიხსნა. შენობას „კიტრს“ მისი ფორმის გამო ეძახიან. ასევე უწოდებენ „მერი-ექსსაც“, მისამართის გამო - ის სენტ მერი-ექსის 30 ნომერში მდებარეობს. 2007 წელს, გერმანულმა IVG Immobilien-მა და ბრიტანულმა ფონდმა Evans Randall-მა, ის ერთობლივად იყიდეს უმსხვილესი კომპანია Swiss Re-გან და აქტივში 630 მლნ ფუნტი გადაიხადეს ($1 მლრდ). ბოლო წლებში IVG Immobilien-ს პრობლემები აქვს და შარშან კომპანიამ თავი გადახდისუუნაროდ გამოაცხადა. ბრიტანეთის დედაქალაქის უძრავი ქონების აგენტები თვლიან, რომ „კიტრს“ სავარაუდოდ უცხოელი ინვესტორები იყიდიან. The Guardian
Print