Error
რუბრიკები
ვაშლის ფაფა
ინგრედიენტები: 4 ცალი ვაშლი 3/4 ჭიქა წყალი 1/4 ჭიქა შაქარი 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი პირველი ეტაპი: გათალეთ ვაშლები, ამოაჭერით გულები და დაჭერით ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში წყალთან, შაქართან და დარიჩინთან ერთად. ქვაბს დააფარეთ თავსახური და დადგით საშუალო ტემპერატურაზე 15-20 წუთით, სანამ ვაშლები არ დარბილდება. მეორე ეტაპი: ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. შემდეგ ჩანგლის გამოყენებით ჩაჭყლიტეთ მასში მოთავსებული ვაშლები და მოურიეთ.
Print