Error
რუბრიკები
ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ზუგდიდში 16 საათზე გაიმართება. მოედანზე სცენის დამონტაჟება და ტექნიკური სამუშაოები 9 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძლედება. ეს იქნება ბოლო მანიფესტაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" რეგიონებში ჩაატარებს. საარჩევნო კამპანია კი 29 სექტემბერს თბილისში დასრულდება. ზუგდიდში "ქართული ოცნების" რიგით მე-11 აქცია იმართება. კოალიციამ აქციები თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურსა და ახალციხეში უკვე ჩაატარა.
Print