Error
რუბრიკები
ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში ღონისძიება-"არტთერაპია"გაიმართა(ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში „ამერიკული საზაფხულო სკოლის“  მოსწავლეებმა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს. „არტთერაპია“ , ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ განახორციელებული პროექტის, „ახალი თაობა ირჩევს“ , ფარგლებში გაიმართა. ამერიკული  კუთხის კოორდინატორის სოფო კვარაცხელიას სიტყვებით,  მოზარდებმა  ტრენინგების მეშვეობით   სხვადასხვა ნაკეთობებზე მუშაობა, ჭრა -კერვა  და აქსესუარების დამზადება შეისწავლეს. გამოფენა  კონცერტით დასრულდება.
Print